en
ge

კოალიცია ეხმიანება მოსამართლეებისთვის სანქციების დაკისრებას

კოალიცია ეხმიანება მოსამართლეებისთვის სანქციების დაკისრებას

თბილისი. კოალიცია გამჭვირვალე და დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის განცხადებას აქვეყნებს და მიიჩნევს, რომ „გავლენიანი მოსამართლეების მიმართ სანქციების გამოყენება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად მწვავეა მართლმსაჯულების სისტემაში არაფორმალური გავლენებისა და კლანურობის პრობლემები. ამ პროცესებით რეპუტაციული ზიანი ადგება მთლიანად მართლმსაჯულების სისტემას, საქართველოს მოქალაქეებს კი ეზღუდებათ სამართლიანი, დამოუკიდებელი და ეფექტიანი მართლმსაჯულების უფლება“.

კოალიცია მოუწოდებს მმართველ პარტიას:

  • შეასრულოს ევროკავშირის რეკომენდაცია მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით და განახორციელოს მართლმსაჯულების ფუნდამენტური რეფორმა;
  • გადადგას რეალური ნაბიჯები კლანური მმართველობის დასასრულებლად მართლმსაჯულების სისტემაში;
  • დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიუკერძოებელი და კეთილსინდისიერი არამოსამართლე წევრები, ამავდროულად შეცვალოს გადაწყვეტილების მიღების არსებული წესი.

სრულად...

წყარო: idfi.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)