თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებით მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ დეოლიგარქიზაციის მიზანს არა ერთი სპეციალური კანონით, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების და ფუნდამენტური სექტორული რეფორმების გატარების გზით უნდა მიაღწიოს.
„მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს ვენეციის კომისიის დასკვნის საფუძველზე სისტემურად დაიწყოს პრობლემის მოგვარება ფუნდამენტური რეფორმებითა და სახელმწიფო ინსტიტუციების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერებით“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)