გურია. მაკ ჯორჯია რეგიონული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ახორციელებს საშაბათკვირო აკადემიას 10 პარტნიორ სკოლაში. გასულ კვირას, რეგიონული პროგრამის გუნდი აღნიშნული პროექტით ესტუმრა ჩოჩხათის საჯარო სკოლას.
მოსწავლეები ორი დღის განმავლობაში ჩართულნი იყვნენ ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებულ არაფორმალური განათლების აქტივობებში, მათ შორის:
ინტელექტუალური შეჯიბრებები;
თეატრალური მინი წარმოდგენები;
სპორტული აქტივობები;
შემეცნებითი თამაშები;
დილის გამაჯანსაღებელი ვარჯიშები და სხვა.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)