თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს კვლევას: მუნიციპალიტეტების მიერ 2022 წელს გაწეული სარეკლამო ხარჯების ანალიზი.
კვლევის მიგნებების თანახმად, 2022 წელს 18-მა მუნიციპალიტეტის მერიამ ჯამურად 503,140 ლარის ღირებულების სარეკლამო მომსახურების ხელშეკრულება გააფორმა.
„სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ პორტალზე გადამოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ გარკვეულმა მუნიციპალიტეტებმა, რომლებმაც საჯარო ინფორმაციაში მიუთითეს, სარეკლამო ხარჯების არარსებობის შესახებ, IDFI-ის სრულყოფილი ინფორმაცია არ მიაწოდეს, რაც შეიძლება ინფორმაციის დაფარვის მცდელობაზე მიუთითებდეს. კერძოდ, რუსთავისა და ზუგდიდის შემთხვევაში, ორივე მერიამ ორგანიზაციას უპასუხა, რომ მსგავსი ხარჯი 2022 წელს არ ყოფილა გაწეული, თუმცა შესყიდვების ელექტრონული პორტალის თანახმად, აღნიშნულ მერიებს სარეკლამო მომსახურების კონტრაქტები უფიქსირდებათ.
მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ონლაინგამოცემა მარშალპრესთან, რომელიც გამოირჩევა რუსული სამთავრობო და პროპაგანდისტული მედიების მიერ გავრცელებული ინფორმაციის ტირაჟირებით“, ნათქვამია ნაშრომში.
გაეცანით IDFI-ის კვლევას აქ...
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)