en
ge

უფასო სამართლებრივი კონსულტაციები კახეთში

უფასო სამართლებრივი კონსულტაციები კახეთში

კახეთი. 4 და 5 აპრილს სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანამშრომლებმა პანკისის ხეობის მოსახლეობისთვის, სოფელ დუისში და ქორეთში სამართლებრივი დახმარების შეხვედრა გამართეს. სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტებმა დაინტერესებულ პირებს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიეს.

შეხვედრის შედეგად გამოიკვეთა, რომ ადგილობრივებისთვის კვლავ პრობლემურია საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხი...

ქორეთის მოსახლეობის მიერ მნიშვნელოვან პრობლემად დასახელდა სოფელში არსებული ინფრასტრუქტურული საკითხები. კერძოდ, სოფელში არ არის მოასფალტებული გზა, რის გამოც წვიმიან ამინდში გადაადგილება მნიშვნელოვნად გართულებულია. ამასთან, სოფელში დანიშნული არ არის მუნიციპალური ტრანსპორტი, შესაბამისად, ადგილობრივებს მუნიციპალიტეტის ცენტრამდე  საკვებისა თუ მედიკამენტების შესაძენად გადაადგილება ტაქსით უწევთ, რაც საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023