თბილისი. „კავკასიური სახლი“ გთავაზობთ საჯარო შეხვედრების ციკლს ფსიქოგანათლების თემაზე.
შეხვედრის პირველი თემაა - „ადამიანის ფსიქიკური კეთილდღეობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები“.
მომხსენებელი ლევან ანდრონიკაშვილი - ექიმი, ფსიქიატრი.
შეხვედრის თემები:
რას ნიშნავს ფსიქიკური ჯანმრთელობა და რატომ არის, რომ ხშირად ადამიანი საკუთარ ფსიქიკურ პრობლემებს ვერ აღიქვამს ჯანმრთელობის პრობლემად;
რა სტიგმები არსებობს ფსიქიატრიასთან, როგორც სამედიცინო სფეროსთან მიმართებით ჩვენს საზოგადოებაში და როგორაა მათი გადალახვა შესაძლებელი;
როგორ განვასხვავოთ ფსიქოლოგიური და ფსიქიკური პრობლემები ერთმანეთისგან;
რომელი მიდგომებია დღეს დასავლურ საზოგადოებაში წამყვანი და როგორია ჩვენი რეალობა ფსიქიკური დაავადებებისა თუ ფსიქოლოგიური პრობლემების მკურნალობისას.
დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა...
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)