იმერეთი. 7 აპრილს, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის №1 საჯარო სკოლაში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), მოხალისეობის ციფრული პლატფორმის www.volunteer.ge პრეზენტაცია გამართა.
შეხვედრის მიზანი იყო მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება მოხალისეობრივი საქმიანობის კულტურის და ციფრული მოხალისეობის მნიშვნელობის საკითხებზე. შეხვედრაზე ახალგაზრდები გაეცვნენ ციფრული პლატფორმის www.volunteer.ge მიზნებს, მოხმარების და რეგისტრაციის წესებს.
შეხვედრა გაიმართა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)