en
ge

ავტობუსში მოკლული ქალის დედა მსჯავრდებულისათვის უვადო თავისუფლების აღკვეთას ითხოვს

ავტობუსში მოკლული ქალის დედა მსჯავრდებულისათვის უვადო თავისუფლების აღკვეთას ითხოვს

თბილისი. უფლებები საქართველოს ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში იწყება ქმრის მიერ, ავტობუსში, 31 წლის ქალის მკვლელობის საქმის განხილვა. 

2022 წლის მაისში თბილისში, გურამიშვილის გამზირზე №323 ავტობუსში, არასრულწლოვანი შვილების და სხვა მგზავრების თვალწინ, ქმარმა ქალი სასიკვდილოდ დაჭრა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 39 წლის მამაკაცი დამნაშავედ ცნო. სასამართლოს განაჩენით, ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. 

„პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, როგორც საქმის პროკურორმა, ასევე მსჯავრდებული მამაკაცის ადვოკატმა. პროკურორი ითხოვს, სასჯელის სახედ და ზომად, მსჯავრდებულისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას. ყველაზე მკაცრი სასჯელის გამოყენებას ეთანხმება ფემიციდის მსხვერპლის დედაც, რომლის ინტერესების დაცვაშიც „უფლებები საქართველო“ 2023 წლის მარტის ბოლოს ჩაერთო.

ორგანიზაცია იმედს გამოთქვამს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას გათვალისწინებული იქნება ფემიციდის მსხვერპლის დედის პოზიცია უმკაცრესი სასჯელის გამოყენების თაობაზე და არ დაკმაყოფილდება მსჯავრდებული ადვოკატის შესაძლო შუამდგომლობა სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ“.

სრულად...

წყარო: rights.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)