en
ge

ქვემო ქართლში მცხოვრები აზერბაიჯანელი შშმ თემის გამოცდილება - წვდომა სოციალური დაცვის მექანიზმებზე

ქვემო ქართლში მცხოვრები აზერბაიჯანელი შშმ თემის გამოცდილება - წვდომა სოციალური დაცვის მექანიზმებზე

თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი აქვეყნებს მარიამ ჯანიაშვილის კვლევას: ქვემო ქართლში მცხოვრები აზერბაიჯანელი შშმ თემის გამოცდილება - წვდომა სოციალური დაცვის მექანიზმებზე.

„შშმ პირების სოციალურ-ეკონომიკური მოწყვლადობა და შესაბამის სერვისებზე მათი წვდომა მწვავე პრობლემად იკვეთება საქართველოში.

მეორე მხრივ, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს დისკრიმინაციული კანონმდებლობის, პოლიტიკისა და პრაქტიკის გამო, ხშირად არ მიუწვდებათ ხელი მათთვის უმნიშვნელოვანეს სერვისებსა და მომსახურებებზე, მოკლებულნი არიან მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სრულად და დაუბრკოლებლად სარგებლობის შესაძლებლობას და განსაკუთრებით მოწყვლადნი ხდებიან სიღარიბის მიმართ.

ამ გამოწვევების გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრის მოცემული კვლევის მიზანია, გამოავლინოს ის ძირითადი ბარიერები, რომელთა წინაშეც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი შშმ პირები დგანან ცენტრალური ხელისუფლების დონეზე არსებული სოციალური დაცვისა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობ მექანიზმებზე წვდომის ნაწილში“.

სრულად...

წყარო: socialjustice.org.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)