თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს კვლევას: 2022 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა.
„2022 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რეგისტრირებულ იქნა 54,435 დანაშაული, რაც 3.39%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
2022 წელს რეგისტრირებულ დანაშაულთა გახსნის მაჩვენებელი - 62.1%, რაც ბოლო 17 წლის მანძილზე უპრეცედენტოდ მაღალ შედეგს წარმოადგენს.
2020 წლიდან, შსს-ს ახალი მინისტრის დანიშვნის შემდეგ, საეჭვოდ უმჯობესდება ისეთი დანაშაულის სტატისტიკა, რომელთა აღრიცხვიანობის არაერთგვაროვანი პრაქტიკა არსებობდა წინა წლებში. მაგალითად, რეგისტრირებული ქურდობის მაჩვენებელი 2022 წელს, 2019 წელთან შედარებით, 21%-ით შემცირდა, ხოლო მისი გახსნის მაჩვენებელი 34%-ით გაიზარდა“, ნათქვამია კვლევაში.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)