ევროპის გლობალური ფასილიტაციის (EU Global Facility) ორგანიზებით, ვარშავაში, 4–5 აპრილს გაიმართა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა.
ევროპელმა ექსპერტებმა, სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარეს სფეროში დაგროვილი ცოდნა, ასევე, სახელმწიფოსა და სამოქალაქო სექტორს შორის, აღნიშნულ საკითხებზე კომუნიკაციის საუკეთესო პრაქტიკები.
შეხვედრაში, ევროპელ ექსპერტებთან ერთად, მომხსენებლის სტატუსით, მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს, უკრაინის, ბულგარეთის წარმომადგენლები. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენელმა, ეკატერინე წურწუმიამ, სამუშაო ფორმატში გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო სექტორთა დაკავშირებულ მნიშვნელოვან პროცესებსა და გამოწვევებზე.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)