ქვემო ქართლი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, ბოლნისის გამგებლის ყოფილი მოადგილის და 2012 წელს ბოლნისში „ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის უფროსის, დავით ჩართოლანის კომპანია „ქორულდი” მესტიის მუნიციპალიტეტის ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს. ჯამურად მერიისგან კომპანიამ 2 247 897 ლარი მიიღო.
ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს შპს „ქორულდის” მონაწილეობა მესტიის მუნიციპალიტეტის შესყიდვებში და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)