სამეგრელო. განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის და სამეგრელო-ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით, ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს წევრებისთვის გაიმართა მორიგი ვორკშოფი თემაზე „მოხალისეობის კულტურა საქართველოში: ახალგაზრდული მოხალისეობა, როგორც სოციალური კაპიტალი“.
სამუშაო შეხვედრა ჩატარდა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)