en
ge

აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თვითმმართველობის პროგრამის მემორანდუმი

აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თვითმმართველობის პროგრამის მემორანდუმი

ქვემო ქართლი. აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, გაფორმდა მემორანდუმი ბოლნისის, დმანისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებთან.

მემორანდუმი გაფორმდა, აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ახალი, 5–წლიანი ინიციატივის ფარგლებში. ღონისძიებას, რომელიც 19 აპრილს გაიმართა, ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, USAID–საქართველოს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, კორინ როტბლუმი, და USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი, კევინ მაკლოკლინი.

ბოლნისის, დმანისის და მარნეულის მუნიციპალიტეტები, ახალი 5–წლიანი ინიციატივის პირველი სამუშაო წლის 11 პარტნიორ მუნიციპალიტეტებს შორის არიან შერჩეულები.

აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა წარმოადგენს 5–წლიან ინიციატივას, რომლის მიზანია საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა, თვითმმართველობის საქმიანობის ხელშეწყობა და მის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა.

ამოცანა 1: საჯარო მმართველობის და ანგარიშვალდებულების სისტემის გაუმჯობესება თვითმმართველობებში.

ამოცანა2: მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული და თანაბრად მისაწვდომი ადგილობრივი სერვისების მიწოდების ხელშეწყობა.

ამოცანა 3: სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება თვითმმართველობის საქმიანობაში, ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით.

ამოცანა 4: დეცენტრალიზაციის პროცესის ხელშეწყობა საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწის, ცენტრალური ხელისუფლების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებისა და დაინტერესებულ მხარეებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესების გზით.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023