en
ge

იურიდიული დახმარების მობილური კლინიკა დმანისში

იურიდიული დახმარების მობილური კლინიკა დმანისში

ქვემო ქართლი. 2023 წლის 27 აპრილს სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინიციატივით და USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, დმანისელებისთვის სამართლებრივი დახმარების შეხვედრა გაიმართება.

„ჩვენი იურისტები ადგილობრივ მოსახლეობას სთავაზობენ უფასო სამართლებრივ კონსულტაციას მათთვის პრობლემატურ სამართლებრივ საკითხებზე. მათ შორის პოლიციის თანამშრომლების მხრიდან არასათანადო მოპყრობის, მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საკითხებზე, სოციალურ დაცვის მექანიზმებზე, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის  და სხვა საკითხებზე.

ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ მოსახლეობის სოციალური პრობლემების იდენტიფიცირებას და გაზიარებული პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)