თბილისი. გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებული ბავშვთა კეთილდღეობის კვლევის თანახმად, ბავშვის შემწეობა ეხმარება მოწყვლად ბავშვებს, თუმცა ბავშვების 38 პროცენტი განიცდის მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს.
კვლევის მიზანი იყო საქართველოში მაცხოვრებელ ბავშვთა კეთილდღეობის რამდენიმე საკვანძო ასპექტის გაზომვა, მათ შორის: განათლების, ჯანდაცვის სერვისებისა და სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობა, სასკოლო კვება, უსაფრთხოება სახლში, მატერიალური და სოციალური დანაკლისი, ფუნქციური სირთულეები და შეზღუდულ შესაძლებლობასთან ასოცირებული სტიგმა.
კვლევა სრულად ხელმისაწვდომია ბმულზე...
წყარო: www.unicef.org
ფოტო: UNICEF
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)