თბილისი. საქართველოს გაეროს ასოციაცია, წელს პირველად, მასშტაბური ახალგაზრდული ფესტივალის Tbilisi Open Air/AlterVision პარტნიორი გახდა.
„თუ უკვე დაგეგმე ფესტივალზე მოსვლა, დღის განმავლობაში აუცილებლად უნდა გვესტუმრო საქართველოს გაეროს ასოციაცია-ის ფერად და საგანმანათლებლო სივრცეში.
თქვენთვის ბევრი გასართობი და შემეცნებითი აქტივობა მოვამზადეთ მრავალფეროვნების, თანასწორობის, თავისუფლებისა და სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ.
ძალიან გვიხარია, რომ უამრავ მუსიკის მოყვარულ, თავისუფალ და მრავალფეროვან ადამიანს შეგხვდებით“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)