თბილისი. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის დოკუმენტს აქვეყნებს.
კვლევა ხელმისაწვდომია ბმულზე...
ახალი კვლევა (Center for Insights in Survey Research) აჩვენებს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცე მხარდაჭერა აქვს, ასევე გამოკითხულთა უმრავლესობა პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის ნაკლებობას გამოხატავს და უკმაყოფილოა ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნის გამო.
„საზოგადოებაში არსებული განწყობების გათვალისწინებით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) აგრძელებს მრავალპარტიული დემოკრატიის მხარდაჭერას საქართველოში.
IRI მხედველობაში იღებს პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის შემცირებას, ასევე საქართველოს მოქალაქეების სურვილს იხილოს მეტი ახალგაზრდა პოლიტიკაში და განაგრძობს მუშაობას როგორც მმართველ, ასევე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან და დამწყებ პოლიტიკურ მოძრაობებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ მრავალფეროვანი პოლიტიკური წარმომადგენლობა და არჩევანი, როგორც არჩევნების დღეს, ასევე მმართველობით დონეზე“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)