თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) დავის განმავლობაში, ითხოვდა რომ დაუყოვნებლივ საქართველოს მთავრობას დავალებოდა, შეექმნა ისეთი მექანიზმი, რომელიც გამონაკლისის გარეშე, 30 დღიანი მოცდის ვადის გარეშე, დააფინანსებდა ყველა შემთხვევას, როდესაც სახეზე იყო ქცევითი გამოწვევების და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ პირებისათვის ზოგადი ანესთეზიის ე.წ. „ნარკოზით“ სტომატოლოგიური მომსახურების გაწევის საჭიროება. აღნიშნული მოთხოვნა სასამართლომ 3 დღეში განიხილა და დროებითი განჩინებით დააკმაყოფილა.
„რაც შეეხება ძირითად მოთხოვნას, საჭირო იყო ამ მომსახურების პროგრამად ჩამოყალიბება, შესაბამისად ვითხოვდით სპეციალური მექანიზმის/პროგრამის/სერვისის/ შექმნას კომუნიკაციის სირთულისა და ქცევის დარღვევის მქონე შშმ პირებისთვის, სტომატოლოგიური მომსახურების შეუფერხებელი მიღებისთვის.
PHR-ის სტრატეგიული სამართალწარმოების შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების აღსრულების მიზნით, საქართველოს მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ 2022 წლის 13 ივნისს განახორციელეს ცვლილებები „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებაში, კერძოდ, პროგრამებს ჯანდაცვის ახალი პროგრამა: „სტომატოლოგიური მომსახურება ზოგადი ანესთეზიით“ დაემატა.
რაც ნიშნავს იმას, რომ, ქცევითი გამოწვევისა და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ პირებისათვის შეიქმნა ახალი პროგრამა - რომლითაც შშმ პირებმა ყოველგვარი მოცდის გარეშე უნდა მიიღონ საშუალოდ 1500 ლარის ღირებულების (ან უფრო მეტის) სტომატოლოგიურ მომსახურება უფასოდ“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: phr.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)