სამცხე-ჯავახეთი. 4 მაისს სოციალური სამართლიანობის ცენტრი USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამა მხარდაჭერით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხში სამართლებრივი დახმარების შეხვედრას გამართავს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტები ადგილობრივ მოსახლეობას სთავაზობენ უფასო სამართლებრივ კონსულტაციას მათთვის პრობლემატურ სამართლებრივ საკითხებზე. მათ შორის პოლიციის თანამშრომლების მხრიდან არასათანადო მოპყრობის, მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საკითხებზე, სოციალურ დაცვის მექანიზმებზე, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის და სხვა საკითხებზე.
წყარო: სოციალური სამართლიანობის ცენტრის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)