en
ge

რესოციალიზაცია–რეაბილიტაციის გაერთიანებული ჯგუფის შეხვედრა

თბილისი. 30 მაისს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში" სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რესოციალიზაცია–რეაბილიტაციის გაერთიანებული ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის საკითხის განხილვა, როგორც სასჯელაღსრულების სისტემის შიგნით, ასევე, დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდგომ პერიოდში, ძირითადი მიმართულებებისა და პრიორიტებების განსაზღვრა ეფექტური სარეაბილიტაციო პროგრამების შესამუშავებლად და სახელმწიფო უწყების კოორდინირებული მოქმედების გეგმის განსაზღვრა. შეხვედრის ფარგლებში შემუშავდა მსჯავრდებულთა და ყოფილ მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა და შეიქმნა სტრატეგიის განხორციელების ჯგუფი. ცენტრი „აფხაზეთი" ფსიქო-რეაბილიტაციისა და განათლებისა და დასაქმების სამუშაო ჯგუფების წევრი გახდა. სამუშაო ჯგუფების საქმიანობას კოორდინაციას გაუწევენ - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი და პრობაციის ეროვნული სააგენტო.
წყარო: ფონდ „აფხაზეთის" გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)