აჭარა. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI), 25–26 აპრილს, ბათუმსა და ხელვაჩაურში გამართა შეხვედრები ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ. მასში მონაწილეობას იღებდნენ ბათუმსა და ხელვაჩაურში მცხოვრები ახალგაზრდები. შეხვედრებზე განიხილეს ადგილობრივი განვითარების პროცესში ჩართული აქტორების როლი და მნიშვნელობა, ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურა და უფლებამოსილებები, ასევე ბათუმის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში დანერგილი მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმები.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ გამართული ღონისძიების მხარდამჭერია გერმანული ორგანიზაცია „პური მსოფლიოსთვის“.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)