თბილისი. გოუ ჯგუფი ახალი პროგრამის
ფარგლებში იწვევს იმ პირებს, ვისაც სურს გახდეს მოქალაქე რეპორტიორი. ახალი კურსის ფარგლებში, რომელიც მთელ სამხრეთ კავკასიას მოიცავს, გოუ ჯგუფის წარმომადგენლები
ასწავლიან, როგორ გახდნენ მსურველები წარმატებული ბლოგერი, როგორ გადაიღონ საინტერესო დოკუმენტური ფილმი და როგორ გახდნენ აქტიური მოქალაქეები. კონკურსი ღიაა ნებისმიერი მსურველისთვის, უპირატესობა ეძლევა რეგიონში მცხოვრებ კანდიდატებს. კანდიდატი უნდა ფლობდეს რუსულ ენას; კომპიუტერთან ზოგადი მუშაობის უნარიც უპირატესობად ჩაითვლება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გააგზავნეთ წერილი თქვენს შესახებ მისამართზე: maka.tsnobiladze@gogroupmedia.net
წყარო: გოუ ჯგუფის გვერდი სოციალურ ქსელში