en
ge

აქტივიზმიდან ემიგრაციამდე: ქეთევან ხიდაშელის ნაამბობი

აქტივიზმიდან ემიგრაციამდე: ქეთევან ხიდაშელის ნაამბობი

ქალთა ფონდი საქართველოში გიზიარებთ ქეთი ხიდაშელის, კატო მიქელაძის 2017 წლის პრემიის მფლობელის ნაამბობს ფემინისტური საქმიანობის, მძიმე პოლიტიკური პროცესების, სოციალური და ეკონომიკური სიძნელეების და ემიგრანტობის სირთულეების შესახებ.

„ჩვენი ორგანიზაცია „ქალები რეგიონის განვითარებისთვის“ ჩემი წასვლის შემდეგ დაშლის პირამდე მივიდა. უამრავი გეგმა მქონდა, სანამ ამ გზას დავადგებოდი, მაგრამ ისეთი იმედგაცრუებული და გადამწვარი ვიყავი, რომ სხვა გზა ვერ დავინახე. ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე უამრავი პრობლემა გვექმნება, ოფისის დაცვლაც კი მოგვთხოვეს, სადაც 7 წელი ვიმუშავეთ. ადგილობრივი თვითმართველობა თანამშრომლობის ნაცვლად, როგორც მტრებს ისე მოგვიაზრებდა. იგივე განწყობები იყო მოსახლეობის მხრიდანაც, ფაქტობრივად, მუშაობა შეუძლებელიც კი გახდა. საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება ღიად გამოჩნდა ე.წ. რუსული კანონის მიღების მცდელობით, თუმცა ამ მესიჯებს გაცილებით ადრე ავრცელებდა ხელისუფლება და ამაზე ხშირად ვსაუბრობდი შეხვედრების დროს. 

გადაწყვეტილება მყისიერად მივიღე და ბოლო სამი წელია აბსოლუტურად რუტინულ საქმეს ვაკეთებ. ემიგრანტის ცხოვრება ნიშნავს რომ წყდები შენს ძირითად საქმეს, თავისუფალი დრო თითქმის არ გაქვს და საქართველოში მიმდინარე პროცესებსაც ინტერნეტით ვადევნებდი თვალ-ყურს. საშინელი, მძაფრი შეგრძნებები მქონდა. ოჯახის წევრების ნებისმიერ პრობლემას ხვდები სასოწარკვეთილი, იმიტომ რომ მათ გვერდით არა ხარ. ამ ყველაფერმა ჯანმრთელობაც კი შემირყია, მივიღე გულის ინფარქტი, რის გამოც საავადმყოფოშიც მოვხვდი. 

სიცარიელის შესავსებად დავიწყე ემიგრანტი ქალების ზეპირი ისტორიების ჩაწერა. 14 ამბავი მაქვს უკვე ჩაწერილი და გაშიფრული, ვაპირებ პუბლიკაციად გამოვცე და საერთოდ, თუკი გადავრჩით საზოგადოებრივი ორგანიზაციები საქართველოში, როცა დავბრუნდები, ისევ ვაპირებ გავაგრძელო ჩემი საქმე“, ამბობს ქეთი.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023