en
ge

იურიდიული დახმარების შეხვედრები დმანისსა და ბოლნისში

იურიდიული დახმარების შეხვედრები დმანისსა და ბოლნისში

ქვემო ქართლი. 2023 წლის 27 და 28 აპრილს სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანამშრომლებმა დმანისისა და ბოლნისის მოსახლეობას იურიდიული დახმარების მობილური კლინიკის ფარგლებში სამართლებრივი კონსულტაციები გაუწიეს. შეხვედრები ჩატარდა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით.

„მოქალაქეებთან შეხვედრის შედეგად გამოიკვეთა, რომ დმანისელებისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს რაიონში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები, კერძოდ საავტომობილო გზების მოუწესრიგებლობა და სასმელი წყლის ხარისხი. მათი შეფასებით, პრობლემურია პოლიციის თანამშრომლების მუშაობა, რაც მათ მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში გამოიხატება.

მოქალაქეთა განმარტებით, ადგილზე ხშირად არის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფინანსებული პროექტებით გათვალისწინებული ბენეფიტებით უსამართლოდ სარგებლობის შემთხვევები.

რაც შეეხება ბოლნისის მოსახლეობას, გაწეული სამართლებრივი კონსულტაციების დროს მოქალაქეები უმეტესად დაინტერესებულები იყვნენ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების საკუთრებაში რეგისტრაციითა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწებზე იჯარის მიღების საკითხებით.

შეხვედრაში მონაწილეებისთვის აგრეთვე საინტერესო აღმოჩნდა მეუღლეთა თანასაკუთრების, განქორწინების შემდგომ ალიმენტის დანიშვნისა და სოციალური დახმარების მიღების საკითხები“.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)