შიდა ქართლი. სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, გორის სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარების სახელით, ოფიციალურად მიმართა ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიას და საცხოვრისიდან უსახლკარო პირების დაუყოვნებლივი გაყვანა და მათთვის ღირსეული და უსაფრთხო ალტერნატიული საცხოვრებლის უზრუნველყოფა მოითხოვა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, „გორის სოციალურ საცხოვრისში, რომელიც ნარკოლოგიური კლინიკის ყოფილ შენობაში მდებარეობს, ამჟამად 103 უსახლკარო ადამიანი ცხოვრობს; მათ შორის არიან არასრულწლოვნები, ხანდაზმულები, ვეტერანები, შშმ პირები. წლების განმავლობაში ეს ადამიანები უკიდურესად მძიმე, ღირსებაშემლახველ გარემოში ცხოვრობენ, თუმცა, გორის მუნიციპალიტეტის მთავრობა კვლავ არ რეაგირებს საცხოვრისში არსებულ პრობლემებზე“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)