თბილისი. კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის ეხმიანება რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას საქართველოსთან ფრენების აკრძალვის მოხსნისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.
„იმ პირობებში, როდესაც რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, განაგრძობს ფართომასშტაბიან აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, რეგულარულად არღვევს ომის კანონებს და ბომბავს სამოქალაქო ობიექტებს, რუსეთის ფედერაციის ნაბიჯები სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და სანქცირებული რუსული ავიაკომპანიების ფრენების დანიშვნასთან დაკავშირებით წარმოადგენს პროვოკაციას და საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის მორიგ ელემენტს.
კოალიცია მიიჩნევს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც სასწორზე დევს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხი, საქართველოს მთავრობამ არ უნდა დაუშვას რუსული გავლენის გაზრდა და ყველაფერი გააკეთოს ევროკავშირთან ინტეგრაციის მისაღწევად“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)