აჭარა. 9 მაისს, აჭარის ჰაბის ორგანიზებით, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველში, მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.
ადგილობრივებს შშმ ქალთა ალიანსის წარმომადგენელი - დეა ერემაშვილი ესაუბრა. გააცნო ორგანიზაციის საქმიანობა და სოფლად არსებული გამოწვევების საფუძველზე, მოსახლეობას შესთავაზა უფასო სერვისები: სწავლება/ტრენინგები ქალთა, შშმ გოგონათა და მათი ოჯახის წევრების უფლებრივი თუ ეკონომიკური გაძლიერების კუთხით.
აჭარის რეგიონული ჰაბი ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში შეიქმნა და ახორციელებს აქტივობებს.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)