en
ge

ტრენინგები სსო-ების, სათემო კავშირების და საჯარო სკოლების წარმომადგენლებისთვის

ტრენინგები სსო-ების, სათემო კავშირების და საჯარო სკოლების წარმომადგენლებისთვის

რაჭა-ლეჩხუმი. რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბის - ფონდი „აფხაზინტერკონტის“ ორგანიზებით, 2023 წლის 10-11 მაისს ტრენინგები ჩატარდა ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, სათემო კავშირების წარმომადგენლებისა და საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის.

ტრენინგის ჩატარების მიზანი იყო: რეგიონში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და სათემო კავშირების წარმომადგენელთა გადამზადება შემდეგი მიმართულებებით:

  • პროექტის წერა
  • პროექტების ფინანსური მენეჯმენტი/მართვა
  • პროექტის ბიუჯეტი
  • ფონდების მოძიება
  • ორგანიზაციის ფინანსური მდგრადობა

ტრენინგები ჩატარდა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)