თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ, 2023 წლის იანვარ-მარტის პარტიული შემოწირულებები შეისწავლა.
ორგანიზაციის ცნობით, ყველა პარტიამ ჯამში 640 569 ლარის შემოწირულება მიიღო, აქედან მმართველ პარტიაზე თითქმის ნახევარი - 300 000 ლარი - მოდიოდა.
„„ქართული ოცნების“ 8 დონორიდან 6 ბათუმელი ბიზნესმენია, აქედან ერთ-ერთის, ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის, ნუკრი დოლიძის კომპანიები რეგულარულად იგებენ მრავალმილიონიან სახელმწიფო ტენდერებს“.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)