თბილისი. მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს ნიკა გვარამიას და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
„ნიკა გვარამიას პატიმრობიდან ერთი წელი გავიდა. ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, „მთავარი არხის“ მენეჯერი პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზეა დაკავებული.
ნიკა გვარამიას პატიმრობა არის უხეში თავდასხმა მედიის თავისუფლებაზე და კრიტიკული აზრის გამოხატვის უფლებაზე“, ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
წყარო: კოალიციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)