თბილისი. „ღია საზოგადოების ფონდი“ მოუწოდებს შრომის ინსპექციას, დაუყოვნებლივ შეისწავლოს შრომითი უსაფრთხოების მდგომარეობა დასაქმების ადგილზე, სადაც კედლის მოწყობის სამუშაოებს ორი მუშის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„საქართველოში მშენებლობის სექტორში საქმიანობა კვლავ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მუდმივი რისკების არსებობას გულისხმობს. ამას შრომის ინსპექციის საქმიანობის სტატისტიკაც ადასტურებს. მიუხედავად შრომის ინსპექციის სრული მანდატით აღჭურვისა, სახელმწიფო დღემდე ვერ ახერხებს საფრთხის შემცველ დასაქმების ადგილებზე, მათ შორის სამშენებლო სექტორში დასაქმებულთათვის, ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას“, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)