en
ge

განცხადება: საქართველოს მთავრობა უხეშად არღვევს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) პრინციპებს

განცხადება: საქართველოს მთავრობა უხეშად არღვევს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) პრინციპებს

თბილისი. ღია მმართველობის პროცესში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს მთავრობის მიერ OGP-ის ძირითადი ღირებულებებისა და პრინციპების უხეშად დარღვევის გამო.

„ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ არაერთხელ ღიად დაადასტურა OGP-ის ფუნდამენტურ ღირებულებებთან შეუსაბამობა ე.წ აგენტების რუსული კანონის მხარდაჭერით, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის შელახვით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, უფლებადამცველებსა და კრიტიკული მედიის წარმომადგენლებზე ღია თავდასხმითა და მათი საქმიანობის შეზღუდვის მცდელობებით, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპის დაცვის ვერ უზრუნველყოფით, საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვით...

შეჩერებულია OGP-ის ეროვნული პროცესიც. ქვეყანას უკვე მეოთხე წელია OGP-ის ფარგლებში ეროვნულ დონეზე არცერთი რეფორმა არ განუხორციელებია. საქართველოს OGP სამოქმედო გეგმა 2019 წლის შემდეგ არ აქვს, რითაც ორჯერ დაარღვია OGP-ის მონაწილეობისა და თანა-შექმნის სტანდარტები. სამწუხაროდ, ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების თითქმის სამწლიანი პროცესი კვალავ ჩიხში შევიდა...

არსებული ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს/ფორუმის წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მმართველ კომიტეტს მივმართეთ წერილით „რეაგირების პოლიტიკის“ ამოქმედების მოთხოვნასთან დაკავშირებით. აღნიშნული მექანიზმი მიზნად ისახავს OGP საერთაშორისო სამდივნოს, პარტნიორი დონორი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების გაზრდილ ჩართულობას შექმნილი კრიზისის მოგვარებაში“, ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

სრულად...

წყარო: transparency.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)