en
ge

სოციალური სამართლიანობის ცენტრი: ლგბტ(ქ)ი ადამიანების უსაფრთხოება და უფლებები კვლავ დაუცველია

სოციალური სამართლიანობის ცენტრი: ლგბტ(ქ)ი ადამიანების უსაფრთხოება და უფლებები კვლავ დაუცველია

თბილისი. 17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის აზრით, საქართველოში კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევაა ლგბტ(ქ)ი ადამიანების უსაფრთხოებისა და უფლებების რეალური დაცვა და სოციალური ჰომოფობია, რომელიც ლგბტ(ქ)ი ადამიანების ყოველდღიურობაზე, საჯარო და პირად ცხოვრებაზე მძიმე გავლენას ახდენს.

„თუ წინა წლებში მმართველი გუნდის მხრიდან აშკარა იყო ანტი-ლგბტ(ქ)ი მოძრაობების, რადიკალური ძალადობრივი ჯგუფების მიმართ ლოიალობა, მიმდინარე წელს, ხელისუფლების მკაფიო კონსერვატიული შემობრუნების კვალდაკვალ, შესამჩნევია მმართველი პოლიტიკური კლასის მხრიდან ჰომოფობიური რიტორიკის ღიად გამოყენება.

ამ მხრივ, აღსანიშნია მარტის მოვლენები, როდესაც საპროტესტო აქციის დისკრედიტაციის მიზნით ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთი ჰომოფობიური განცხადება გაჟღერდა. ქვეყნის მაღალჩინოსნების მხრიდან დემონსტრაციის მონაწილე ახალგაზრდების დემონიზების ფონზე, აქციის ერთ-ერთი მონაწილის - ლაზარე გროგორიადისის დაკავების შემდეგ, მის წინააღმდეგ სახელისუფლებო პროპაგანდა ღიად ამუშავდა და მას ირკალი კობახიძემ, არასტანდარტული გარეგნობის გამო, “არეული ორიენტაციის” ადამიანი უწოდა. ხოლო მმართველი პარტიის ლიდერმა ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას ბრალი დასდო „ლგბტ პროპაგანდასა“ და ეკლესიის რეპუტაციის შელახვაში.

აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ ამა წლის მაისში პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო კონსერვატიულ ჰომოფობიურ კონფერენციაში, სადაც მან სხვა პოპულისტ ლიდერებთან ერთად ანტიდემოკრატიული, ჰომოფობიური შინაარსით გაჟღენთილი სიტყვა წარმოთქვა“...

განცხადება ვრცლად…

წყარო: socialjustice.org.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)