კახეთი. 11 მაისს კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის შეხვედრა გამართა თელავში ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიის წარმომადგენლებთან, სტუდენტებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან.
„შეხვედრა შეეხებოდა მართლმსაჯულების სფეროში არსებულ ძირითად გამოწვევებს...
მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც დამსწრეებმა იმსჯელეს სასამართლო სისტემის ირგვლივ საკითხებზე. მონაწილეთა მოსაზრებით, სისტემა ჩაკეტილია და. დაინტერესების შემთხვევაში, გარე კვალიფიციურ კადრებისთვის სასამართლოში შესვლა თითქმის შეუძლებელია. გარდა ამისა, მონაწილეთა ნაწილის აზრით, მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემების მოგვარება რთულია წინმსწრებად ძირეული პოლიტიკური ცვლილებების განხორციელების გარეშე“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)