en
ge

მოქალაქეთა ასამბლეა რუსთავსა და ოზურგეთში

მოქალაქეთა ასამბლეა რუსთავსა და ოზურგეთში

საქართველოს რამდენიმე ქალაქში – რუსთავსა და ოზურგეთში, ევროპის საბჭოსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტების ორგანიზებით, მოქალაქეთა მონაწილეობის ახალი მექანიზმი – მოქალაქეთა ასამბლეის დანერგვა დაიწყო.

რუსთავში მოქალაქეებმა ჭალის ტყის განვითარების რეკომენდაციები შეიმუშავეს, რომელსაც რუსთავის მუნიციპალიტეტს წარუდგენენ. ხოლო ოზურგეთში პარკირების სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით იმუშავეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა. 

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) წარმომადგენლები ჩართულნი იყვნენ სამუშაო პროცესში – მოდერაციას უწევდნენ შეხვედრას, რათა მოქალაქეების მიერ რეკომენდაციების შემუშავება და ინიციატივების კენჭისყრა ეფექტურად წარმართულიყო. 

რა არის მოქალაქეთა ასამბლეა? 

  • მოქალაქეთა ასამბლეა სათათბირო დემოკრატიის ფორმაა, რომელიც საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, შეისწავლონ და ასამბლეის წევრებთან ერთად განიხილონ კონკრეტული საკითხი და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩაერთონ. 
  • ასამბლეის წევრები შემთხვევითობის პრინციპით, წინასწარ გაწერილი მეთოდოლოგიით შერჩეული მოქალაქეები არიან, რომლებიც ერთად ქმნიან მრავალფეროვან, დემოგრაფიულად წარმომადგენლობით ჯგუფს, ისეთი კრიტერიუმების მიხედვით, როგორიცაა, ასაკი, სქესი, განათლების დონე და საცხოვრებელი უბანი.

წყარო: ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)