en
ge

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადება ყვარელში განვითარებულ მოვლენებზე

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადება ყვარელში განვითარებულ მოვლენებზე

კახეთი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება ყვარელში განვითარებულ მოვლენებს.

„იმ პირობებში, როდესაც საქართველო  განგრძობადი ოკუპაციის რეჟიმშია და იმავდროულად, ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსის თაობაზე გადაწყვეტილების მოლოდინშია, ქვეყანაში რუსი მაღალჩინოსნის ოჯახის წევრების შემოშვება საფრთხეს უქმნის როგორც სამოქალაქო მშვიდობას, ასევე ეროვნულ ინტერესებსა და ქვეყნის ევროინტეგრაციის პერსპექტივას.

არა ერთი კითხვა ჩნდება საზღვრის კონტროლის საკითხზეც. მაშინ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო არა ერთ კრიტიკულად განწყობილ აქტივისტს, ჟურნალისტს მეზობელი ქვეყნებიდან ამ კუთხით არსებული ბუნდოვანი ნორმების გამოყენებითა და უსაფრთხოების არგუმენტზე თვითნებური მითითებით, უარს ეუბნება საქართველოში შემოსვლაზე, ბუნდოვანია, როგორ შეიძლება საზღვარზე შსს-ს თანამშრომლებს არ დაეიდენტიფიცირებინათ დასანქცირებული რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა. ჩვენი აზრით, ეს გადაწყვეტილება, წარსულში სერგეი გავრილოვისა და ვლადიმერ პოზნერის საქართველოში შემოსვლის გადაწყვეტილებებთან და ამ ფონზე გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებთან ერთად, ამგვარი ფიგურების საქართველოში შემოსვლის საკითხზე პოლიტიკურ ლოიალობას უფრო აჩვენებს და შეუძლებელია მხოლოდ საზღვარზე შესაბამისი სამსახურების მუშაობის არაეფექტიანობით ავხსნათ“, ნათქვამია განცხადებაში.

სრულად...

წყარო: socialjustice.org.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)