თბილისი. ორგანიზაცია „საფარის“ ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონის ყოფილ აღსაზრდელს საცხოვრებელი სახლი გადაეცემა.
„ახალგაზრდა ქალი 20 წლისაა. მასთან მუშაობა „საფარმა” 2021 წელს, პანსიონის დატოვებიდან რამდენიმე თვეში დაიწყო.
მას არ გააჩნდა საცხოვრებელი ადგილი, თავს მეგობართან აფარებდა. პანსიონატში ყოფნის დროს მას არ მისცემია შესაძლებლობა დაუფლებოდა დამოუკიდებლად ცხოვრებისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს, შესაბამისად მას ბევრი, თითქმის გადაუჭრელი სოციალური პრობლემებიც აწუხებდა”, – ამბობს იურისტი, ცირა ჯგერენაია.
იურისტთან გასაუბრებისას მან ახსენა, რომ რამდენჯერმე იყო ნამყოფი მამისეულ სახლში, ქალაქ ქუთაისში. მამა 2007 წელს, 4 წლის ასაკში გარდაეცვალა. იურისტმა ცირა გჯერენაიამ მასთან გასაუბრების შემდეგ საქმის გამოკვლევა დაიწყო და აღმოაჩინა, რომ ქუთაისში, ახალგაზრდა ქალის ბაბუის საკუთრებაში მართლაც ფიქსირდებოდა საცხოვრებელი სახლი. ბაბუისა და მამის გარდაცვალების შემდეგ, სახლი უკანონოდ, არაერთი დარღვევის საფუძველზე ერთ-ერთმა მემკვიდრემ დაირეგისტრირა საკუთრებაში“.
წაიკითხეთ საქმის დეტალები სრულად...
წყარო: sapari.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)