შიდა ქართლი. საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი აგრძელებს რეგიონულ ვიზიტებებს. შეხვედრა, 1 ივნისს,
გორის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა, რომელიც დისკუსია-მსჯელობის რეჟიმში წარიმართა. დისკუსიაში მონაწილეობა სგორში მცხოვრები ახალგაზრდები იღებდნენ, რომელბმაც ქალაქთან დაკავშირებული არაერთი პრობლემა წამოჭრეს. ახალგაზრდული პარლამენტის გორის დეპუტატები აქტიურად ითანამშრომლებენ ქალაქის ახალგაზრდებთან და მათ ყველა იმ პროექტის განხორციელებასა და პრობლემის გადაჭრაში დაეხმარებიან, რომლებიც მათ შეხვერდაზე წარმოადგინეს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახის შეხვედრებს 2013 წლის მოწვევის ახალგაზრდული პარლამენტი ეტაპობრივად ყველა რეგიონში გამართავს.
წყარო: ორგანიზაციის
გვერდი სოციალურ ქსელში