თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი გთავაზობთ სტატიას, რომელშიც უსაფრთხოებისა და საგარეო საკითხებზე მომუშავე ექსპერტები საუბრობენ იმაზე, თუ რა მოტივები და ლოგიკა შეიძლება ამოძრავებდეს საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განსაზღვრისას და რა შედეგები შეიძლება მოუტანოს ქვეყანას ასეთმა პოლიტიკამ.
„ხელისუფლება, ერთი მხრივ, მიუთითებს, რომ უკრაინის მხარდამჭერ ათობით საერთაშორისო რეზოლუციასა თუ განცხადებას უერთდება, მეორე მხრივ კი, საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან, არსებული ისედაც დაბალი 44%-დან 2022 წელს 31%-მდე ეცემა. 2022 წელს, საქართველომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის 26-დან მხოლოდ 3 დეკლარაციას, რომლებიც რუსეთის მიმართ სანქციებს ეხებოდა. რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენამ ამ შესაბამისობის დონე კიდევ უფრო შეამცირა, რაც პირდაპირი დარტყმაა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესისთვის.
აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლების ევროკავშირთან ინტეგრაციის „გაცხადებული“ პოლიტიკა მხოლოდ ფურცელზე რჩება, ისიც ვადაგასულ სტრატეგიულ დოკუმენტებში“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)