თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ცნობით, ორგანიზაციაში იურიდიული კონსულტაციის მიღების მიზნით, საქართველოს მოქალაქეების მიმართვიანობის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ შვილებისთვის ჯანმრთელობის სერვისების მისაღებად მიგრაცია ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ქალების მძიმე არჩევანია.
„ბოლო 3 წლის განმავლობაში, არაერთი სატელეფონო ზარი და შეტყობინება ყოფილა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ისტორიები განსხვავებულია, თუმცა ინტერესი ერთი - ყველა შესაძლებლობის გამოყენება, რათა შვილებმა მიიღონ ის საჭირო ჯანმრთელობის სერვისები, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში ვერ იღებენ.
ვრცლად იმის შესახებ, თუ კიდევ რატომ მიდიან ქალები შრომით მიგრაციაში, წაიკითხავთ PHR-ის ადვოკატის, სოფიკო მენაბდიშვილის ბლოგპოსტში.
წყარო: phr.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)