სამეგრელო-ზემო სვანეთი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ ღია მონაცემთა ბაზებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე ტრენინგები ჩაატარა მესტიაში მომუშავე სამოქალაქო აქტივისტებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის.
შეხვედრაზე განიხილეს თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები, ასევე, საჯარო მონაცემების ბაზებიდან ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების ხერხები, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ შექმნილი ვებგვერდების გამოყენების მეთოდები.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)