თბილისი. საზოგადოებრივი ორგანიზაციები ეხმიანებიან საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების და გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ტენდენციას, რომლის კიდევ ერთი მაგალითი ლაზარე გრიგორიადისის მამის ბექა გრიგორიადისის უფლებების დარღვევაა.
„პოლიცია კვლავ უკანონოდ უკრძალავს მოქალაქეებს, საპროტესტო აქციის დროს გაშალონ კარავი, თავს ესხმის მოქალაქეებს და ართმევს მათ საკუთრებას.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, ლაზარე გრიგორიადის მამისთვის კარვის ჩამორთმევით და ამ დროს არაპროპორციული ძალის გამოყენებით უკანონოდ შეიზღუდა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების და გამოხატვის თავისუფლება. ამასთან, ეს არ იყო დემოკრატიული საზოგადოებისათვის აუცილებლობით გამოწვეული და უფლების შეზღუდვისას არ ყოფილა გამოყენებული პროპორციულად შემზღუდველი ღონისძიება, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების და გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვის პრაქტიკა“, ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)