en
ge

ძალადობა საბავშვო ბაღში

ძალადობა საბავშვო ბაღში

თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) თვლის, რომ კვლავ გამოწვევად რჩება ბავშვების ძალადობისგან დაცვა.

გუშინ PHR-მა განცხადებით მიმართა პროკურატურას ბავშვის მიმართ საჯარო ბაღში განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტზე და მოითხოვა ეფექტური რეაგირება.

„საქმე შეეხება 2 წლისა და 10 თვის ბავშვის მიმართ საჯარო ბაღში აღმზრდელის მხრიდან 2021 წლის აპრილში განხორციელებულ სისტემატიურ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. 

საქმის მასალებში ბავშვის მიმართ ძალადობის ერთ-ერთი ეპიზოდი აღწერილია შემდეგნაირად:

„აღმზრდელი ბავშვის საწოლისკენ იხრება, ამ დროს ბავშვი ტირის და თვალებს იფშვნეტს, მარცხენა ხელით ბავშვს ხელსახოცით წმენდს ცხვირს ძლიერად. აღმზრდელის მოქმედებაში ჩანს რომ ცხვირზე ძლიერად უჭერს ხელს, აწვება ცხვირზე და გადამეტებული ფიზიკური ძალის ზემოქმედებით წმენდს ცხვირს. კადრში ჩანს თუ როგორ ჩააჭერს ცხვირზე მოჭერილ ხელსახოციან ხელს  ბავშვს. შემდეგ იღებს ხელსახოციან ხელს, ხელსახოცს იმავე ხელში მოკეცავს და ისევ ბავშვის სახეს უბრუნდება, სადაც ისევ წმენდს ცხვირს და ცხვირის მოხოცვის შემდეგ ბავშვს მარჯვენა თვალბუდის არეში უხეშად აჭერს ხელსახოციან ხელს, რა დროსაც ბავშვი იწყებს ისტერიულ ტირილს და მის სახეზე შეინიშნება ტკივილის განცდა. ამის შემდეგ ბავშვი გაუნძრევლად წევს საწოლში გვერდულად მარცხენა გვერდზე და მარჯვენა ხელი უკანკალებს““, ნათქვამია ორგანიზაციის ბლოგპოსტში.

სრულად...

წყარო: phr.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)