ქვემო ქართლი. განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით, ბოლნისის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის გაიმართა მორიგი ვორკშოფი თემაზე „მოხალისეობა და სამოქალაქო აქტივიზმი“.
სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდებში მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ ღია დიალოგის წარმართვა, ახალგაზრდული საბჭოების როლისა და საქმიანობის მხარდაჭერა, მოხალისეობასა და სამოქალაქო აქტივიზმს შორის არსებული კავშირების და მახასიათებლების გაცნობა. ვორკშოფის გაუძღვა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.
შეხვედრა გაიმართა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში.
წყარო: STAR პროექტის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)