თბილისი. დასრულდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურიდიული დახმარების ცენტრის თანაშემწეების სტაჟირების 6 თვიანი პროგრამა.
პროგრამის მონაწილე 21 სტუდენტს სერტიფიკატები გადაეცა.
„მათ შესაძლებლობა ჰქონდათ საია-ს იურისტების დახმარებით, მოემზადებინათ სამართლებრივი დოკუმენტები, გაცნობოდნენ ორგანიზაციის წარმოებაში არსებულ საქმეებს და დასწრებოდნენ მათთვის საინტერესო სასამართლო პროცესებს.
სტაჟიორებმა მონაწილეობა მიიღეს საია-ს ორგანიზებულ იმიტირებულ პროცესშიც, ორსულის საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების თემაზე“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)