en
ge

NDI-მ მოქალაქის გზამკვლევი მოამზადა: რა უნდა ვიცოდეთ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე

NDI-მ მოქალაქის გზამკვლევი მოამზადა: რა უნდა ვიცოდეთ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე

თბილისი. ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI), პროექტის „საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, მოამზადა მოქალაქის საბიუჯეტო გზამკვლევი.

დოკუმენტში განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი და მისი დაგეგმვის, განხილვისა და დამტკიცების ეტაპები, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები, საბიუჯეტო პროცესის მონაწილე მხარეები. მთავარი აქცენტი კი გაკეთებულია მოქალაქის მიერ ჩართულობის მექანიზმების გამოყენებასა და მნიშვნელობაზე. ასევე, გზამკვლევში კონკრეტული მაგალითები არის განხილული, რომლებიც მოქალაქეებისა და თვითმმართველობის საერთო თანამშრომლობის კარგ პრაქტიკას აღწერს.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) აქტიურად თანამშრომლობს  სამოქალაქო ჯგუფებთან და სხვადასხვა აქტორებთან, რომლებიც ხელს უწყობენ ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის პროცესს, ღიაობას და ინკლუზიურობას.

გამოცემა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის მიერ გაწეული დახმარებით.

სრულად...

მოქალაქის გზამკვლევი: რა უნდა ვიცოდეთ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე... 

გზამკვლევი ხელმისაწვდომია ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)