en
ge

პაველ ჰერჩინსკი აჭარის რეგიონს პირველად ეწვია

პაველ ჰერჩინსკი აჭარის რეგიონს პირველად ეწვია

აჭარა. ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აჭარის რეგიონს პირველად ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, 7 ივნისს ელჩი შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და მოისმინა მოსაზრებები, ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ პროცესებსა და არსებულ პრობლემებზე.

დისკუსიის ფარგლებში, ხაზი გაესვა ევროკავშირის მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების მიმართულებით.

ელჩის  შეხვედრას სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან ორგანიზება გაუწია აჭარის რეგიონულმა ჰაბმა -  თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი.

აჭარის რეგიონული ჰაბი ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში  შეიქმნა.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)