en
ge

როგორ (არ) იძიებს პოლიცია ქურდობის დანაშაულებს?

როგორ (არ) იძიებს პოლიცია ქურდობის დანაშაულებს?

თბილისი. „აი, ფაქტი“ აქვეყნებს ანალიტიკურ მასალას „როგორ (არ) იძიებს პოლიცია ქურდობის დანაშაულებს“.

ბლოგპოსტში რამდენიმე რესპონდენტის ისტორიაა განხილული. ყველა მათგანი ამბობს, რომ პოლიციის განყოფილებაში მოპარული ნივთის დაკარგულად გაფორმებას სთხოვდნენ.

„აი, ფაქტი“ დაინტერესდა, რატომ არ იძიებენ ქურდობის შემთხვევებს პოლიციელები.

სამართლის დარგის ექსპერტების აზრით, პოლიციელები გაუხსნელი საქმეების სტატისტიკის „შერბილებას“ და რეალურად დამძიმებული კრიმინოგენური სიტუაციის დაფარვას ცდილობენ.

„ქურდობა გავრცელებული ეკონომიკური დანაშაულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასულ წელს ქურდობის 16,000-მდე შემთხვევა დააფიქსირა. ხუთი წლის წინ კი ეს რიცხვი გაცილებით ნაკლები, 11,000-მდე იყო. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში პოლიციამ დაარეგისტრირა ქურდობის 3,502 შემთხვევა, მათი 41 პროცენტი, 1,451 შემთხვევა გაუხსნელია.

...შესაძლოა პოლიციელებს არ სურთ გაზარდონ გაუხსნელი საქმეების სია, ან უბრალოდ საქმეს იმარტივებენ. ეს ყველაფერი კი აწყობს მათ ხელმძღვანელობასაც, რათა ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოებისგან არ ისმინონ კრიტიკა, გამოუძიებელი დანაშაულების მაღალ რიცხვზე და მძიმე კრიმინოგენურ სიტუაციაზე“.

სრულად...

წყარო: ifact.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)