თბილისი. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის დაფინანსებით, ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა „განათლებისა და ტრენინგის გზით დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ციფრული წიგნიერების გავრცელების გზამკვლევი მასწავლებლებისა და პედაგოგებისათვის“, რომელიც ევროკომისიის მიერ 2022 წლის ოქტომბერში შეიქმნა.
„გზამკვლევი განკუთვნილია განათლების დაწყებითი და საშუალო საფეხურის მასწავლებლებისა და პედაგოგებისათვის, რომლებსაც ციფრული წიგნიერებისა თუ დეზინფორმაციის საკითხებზე მუშაობის გარკვეული გამოცდილება აქვთ, ან საერთოდ არ აქვთ. მასში მოცემული პრაქტიკული რჩევები და აქტივობების გეგმები ხელს უწყობენ ციფრული წიგნიერების დონის ამაღლებასა და დეზინფორმაციის შესახებ პრაქტიკული ცოდნის მიწოდებას. ასევე, გზამკვლევი გვთავაზობს რჩევებს ციფრული ტექნოლოგიების პასუხისმგებლობით გამოყენებისა და მოსწავლეთა ციფრული წიგნიერების უნარ-ჩვევებისა და ცოდნის შეფასების შესახებ.
ქართულენოვანი გზამკვლევის ელექტრონული ვერსია მალე გახდება საჯაროდ ხელმისაწვდომი ონლაინ“, ნათქვამია ევროკავშირის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)